ღამით, პრორუსი ტერორისტები უკრაინის არმიის პოზიციებს ბომბავდნენ
მსოფლიო - 12:24, 01 Aug, 2015     1455
1 აგვისტოს, ღამით, პრორუსი სეპარატისტები, მძიმე არტილერიის გამოყენებით, მასობრივ დაბომბვას ახორციელებდნენ გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრზე, - აცხადებს უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების პრეს-ცენტრი.
"31 ივლისის 21:00 სთ-დან 1 აგვისტოს 03:30 სთ-მდე რუსული-ტერორისტული დაჯგუფებები ახორციელებდნენ მასშტაბურ დაბომბვას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე არსებული გამყოფი ხაზის მთელს პერიმეტრზე. იბომბებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები, აგრეთვე ფრონტისპირა ზონებთან მდებარე დასახლებულიუ პუნქტები - ავდევკა, ოპიტნოე, პესკი, მარიინკა, კრასნოგოროვკა, მაიორსკი, ლუგანსკოე, ზაიცევო და სხვ. შედეგად დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე," - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაბომბვა ხორციელდება იმ კლასის მძიმე შეიარაღების გამოყენებით, რომელიც მინსკის შეთანხმების თანახმად, დიდი ხნით ადრე უნდა ყოფილიყო გაყვანილი აღნიშნული ტერიტორიებიდან.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ტერორისტებმა ცეცხლი არ შეწყვიტეს, ხოლო რუსეთის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ მათ არ აქვთ გავლენა ადგილობრივ ძალებზე. უკრაინულმა მხარემ აღნიშნულის შესახებ ეუთოს წარმომადგენლობას აცნობა.
უკრაინული მხარე ამ ფაქტს აფასებს, როგორც შეგნებულ პროვოკაციას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის ესკალაციისაკენ, რომელიც შეგნებულად დაემთხვა მინსკის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც 3 აგვისტოს უნდა გაიმართოს. კიევის განცხადებით, აღნიშნული პროვოკაციის განმეორების შემდეგ ტერორისტები ადექვატურ პასუხს მიიღებე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42