თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადოკატის შოთა მინდელის თქმით, ინტერპოლს კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა.
როგორც მინდელმა განაცხადა, ინტერპოლის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ექსმინისტრის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა.
„ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან ამოეღოთ. ჩვენს მიერ გადაგზავნილი მტკიცებულებები უძღოდა წინ მთელ ამ პროცესს, რის შემდეგაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ინტერპოლმა. ეს უდაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. ესეთი რამ იშვიათად ხდება. საქართელოსთვის ეს მეორე პრეცედენტია. ამან დაადასტურა, რომ ისეთი კომპეტენტური და სანდო ორგანიზაცია, როგორიც არის ინტერპოლი, მისი ანალიზითაც დადასტურდა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა“, - განაცხადა მინდელმა.
მასალის გამოყენების პირობები






