საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვისას გამომძიებელი ოთო ლომთაძე დაიკითხა, რომელიც საქმის გამოძიებაზე 2013 წლიდან მუშაობს.
მან პროცესზე სატელეფონო ანძის მონაცემები წარმოადგინა, რომელზე დაყრდობითაც განაცხადა, რომ კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ შემთხვევის დღეს ექსპრემიერი რამდენიმე საათის განმავლობაში დაცვის გარეშე დატოვეს.
პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
"მოწმემ აღნიშნა, რომ ძაძამია და ხარშილაძე დღესაც აგრძელებენ ცრუ ჩვენების მიცემას. ის გულისხმობს მათ ჩვენებას, სადაც ბრალდებულები ამბობენ, თითქოსდა ფანჯრიდან მათ ეცათ გაზის სუნი, ასევე ისმოდა გაზის ხმა, მაშინ როცა დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ CO-ს სუნი არ აქვს და იმ დროს როცა ხარშილაძე და ძაძამია ბინაში მივიდნენ, გაზი საერთოდ არ იყო. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხარშილაძე და ძაძამია თავიდანვე ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას და არასწორ ჩვენებებს იძლევიან", - განაცხადა პროკურორმა.
ბრალდებული კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომლებმაც ვერდიქტი აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა გამოიტანონ.
პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსსა და დაცვის ყოფილ წევრს სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი
მასალის გამოყენების პირობები






