„ვიკილიქსმა“ მორიგი სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ვეგ გვერდის თანახმად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო სისტემატურად უსმენდა იაპონელ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს. გამოქვეყნებულ ანგარისში 35 ტელეფონის ნომერია მითითებული, მათ შორის არის „ვიპ-ხაზი“, იაპონიის მთავრობის მაღალჩინოსნების ტელეფონის ნომრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრის, ვაჭრობის მინისტრისა და კომპანია „მიცუბიშის“ ორი მაღალჩინოსნის.
შეგახსენებთ, გასულ თვეს ვებ გვერდმა სკანდალური დოკუმენტი სახელწოდებით „ჯაშუშობა ელისეის სასახლეში“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებს - ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა. გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო მასალები სატელეფონო საუბრებსა და ელექტრონულ მიმოწერებს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






