სახელობის ექსპერტიზის ბიუროც ადასტურებს, რომ ლიკა კიკიანს, სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
„დასკვნაშ წერია, რომ მაქვს დაზიანებები, რომელიც ემთხვევა იმ დროს, რომელსაც მე ვასახელებ. ველოდებით სხვა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არის კამერების დასკვნა“,- ამბობს კიკიანი.
შეგახსენებთ, ინციდენტი კუს ტბაზე 9 ივლისს მოხდა. კიკიანი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმეს პროკურატურა იძიებს. გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიმდინარეობს რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






