უგზოდ უკვლოდ დაკარგული რუსი სამხედრო მოსამსახურის რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელის შესახებ ქართულ მხარეს ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც ერგნეთში გამართული შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, შიტიკოვი რუსეთის ფედერაციაში იმყოფება და მას დევნილის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ასევე დღესვე იქნა შეთანხმება მიღწეული, რომ ერთი წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გურამ გეგელაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდება. შეთანხმება იქნა მიღწეული სარწყავი სისტემის შექმნის საკითხზეც.
„განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარეს აინტერესებდა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე დღის წინ გარკვეულ ინციდენტს ქონდა ადგილი. საბედნიეროდ ახლა მდგომარეობა სტაბილური და კონტროლირებადია. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შედგა საუბარი, რომელიც სარწყავი და სამელიორაციო სისტემების შექმნას ეხებოდა“, - განაცხადა სამხრეთ ოასეთის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოევმა.
მასალის გამოყენების პირობები






