უკრაინის კულტურის სამინისტრომ „თეთრი სია“ გამოქვეყნა, რომელიც იმ მუსიკოსებს, მსახიობებსა და საზოგადო მოღვაწეებს მოიცავს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. სიის სათავეში რუსული ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ სოლისტი ანდრეი მაკარევიჩია. სიაში შედიან იური შევჩუკი, ზემფირა, ბორის აკუნინი, ოლეგ ბასილაშილი... აღსანიშნავია, რომ „თეთრი სიის“ წარმომადგენელთა უმრავლესობა სწორედ რუსეთის მოქალაქეა. სიაში მოხვდნენ უცხოელი მომღერლები და მსახიობებიც. მათ შორის არნოლდ შვარცნეგერი, რეჟისორი პედრო ალმადოვარი, ვინ ვენდერსი, ტიმ როტი, ჯარედ ლეტო და სხვა.
გასულ კვირას კი „შავი სია“ გამოქვეყნდა, რომლის „ნომინანტები“ უკრაინის ერონული უსაფრთხოებისთვის საშიშ პირებად დასახლდნენ. „შავ სიაშ“~ი“ მოხვდნენ ჟერარდ დეპარდიე, იოსებ კობზონი, ამეიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი, სტივენ სიგალი, სერბი რეჟისორი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები






