საქართველოში სიცოცხლისთვის საშიში ხელოვნური ბრინჯის პროდუქცია იყიდება
ჯანმრთელობა - 15:04, 30 Jul, 2015     60138
რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ხელოვნური ბრინჯი და რატომ იყიდება აღნიშნული პროდუქციით წარმოებული საკვები საქართველოში, მაშინ როცა ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას მის საშიშროებაზე მიუთითებენ.

ხელოვნური ბრინჯის საქართველოში გაყიდვის შესახებ (ფოტოსურათებისა და ხელოვნური ბრინჯით დამზადებული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის მითითებით) წერილი ,,ნიუპოსტს“ მოქალაქე შორენა ლობჟანიძემ მიაწოდა:

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით იქმნება არაერთი ფალსიფიცირებული პროდუქტი, მაგ: პალმის ცხიმისგან ამზადებენ ,,რძეს’’, ფქვილისგან ,,ხორცს’’ სახელწოდებით ,,სეითანი’’ და სხვ.

თუმცა პროგრესის მხრივ ჩინეთი და სინგაპური საგრძნობლივ დაწინაურდა და შექმნეს ე.წ. ,,ხელოვნური ბრინჯი’’, რომელიც მზადდება ორი სახეობის კარტოფილის ნარჩენებისგან და სამრეწველო პლასტმასისგან.

2011 წელს ჩინეთისა და სინგაპურის სამართალდამცავი ორგანოები იძულებულნი შეიქმნენ დეტალურად შეესწავლათ რამდენიმე ბრინჯის მწარმოებელი კომპანია, რომლებსაც შესაძლებელია კავშირი ჰქონოდათ ხელოვნური ბრინჯის წარმოებასთან.

ძიების შედეგად დადგინდა, რომ ხელოვნური ბრინჯის შემადგენლობაში შედის პლასტმასის ის სახეობა, რომლისგანაც მზადდება პოლიეთილენის პარკები.

დღევანდელი მონაცემებით დეტალურად არ არის ცნობილი ხელოვნური ბრინჯის წარმოების რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, თუმცა დადგენილია ბრინჯის დამზადების ტექნოლოგია. კარტოფილის ნარჩენებისგან დამზადებული ბრინჯი სასურველი სიმკვრივისათვის იჟღინთება სპეციალური სამრეწველო სინთეთიკური ცვილით.

,,International Business Times’’-ის სტატიაზე დაყრდნობით ხელოვნური ბრინჯი დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა ტაიუანისა და შენსის პროვინციებში და ის გარეგნულად ძალიან ჰგავს ნამდვილ ბრინჯს.

ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები მოსახლეობას მოუწოდებენ სიფრთხილისაკენ და აცხადებენ, რომ ხელოვნური ბრინჯის გამოყენება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის არა მარტო საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს ბრინჯში არსებული ტოქსინების გამო და მისი გამოყენება შესაძლოა ლეტალურად დამთავრდეს.

დღეისთვის, ხელოვნურმა ბრინჯმა მთლიანად მოიცვა აზია, ინდოეთი, ვიეტნამი და ინდონეზია, თუმცა მისი გარჩევა ნამდვილისგან მაინც შესაძლებელია. ხელოვნური ბრინჯი ხარშვის შემდეგ რჩება მაგარი, ხოლო მისგან დამზადებულ სუპს აქვს დამწვარი პლასტმასის სუნი.

,,ჩინელი ექსპერტების ინფორმაციით ხელოვნური ბრინჯის საკვებად გამოყენება იგივეა, რაც პოლიეთილენის პარკების შეჭმა’’-იუწყება გამომცემლობა ,,Shanghaiist’’.

სამწუხაროდ, ხელოვნურმა ბრინჯმა შემოაღწია საქართველოშიც და მისგან წარმოებული ბრინჯის ფირფიტები და ბურბუშელა თითო ლარად იყიდება სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნული პროდუქცია იწარმოება შპს ,,ომეგა 12’’-ში, რომლის მესაკუთრეც არის კახაბერ ორბელიანი. გამჭვირვალე ცელოფნებში ჩაწყობილი, ოქროსფერი სამაგრებით გაფორმებული პროდუქცია ფაქიზად უწყვიათ მცირე ზომის დახლებზე და პირმომღიმარი გამყვიდველი გოგონები პოტენციურ მყიდველებს სთავაზობენ, როგორც იაფ, მოტკბილო გემოს, თუმცა არაკალორიულ, სასარგებლო პროდუქტს, რომლის მირთმევაც საკმაოდ სარისკოა.

მოერიდეთ ხელოვნური ბრინჯით სიკვდილს!

,,ნიუპოსტი" ცდილობს დაუკავშირდეს აღნიშნულ შპს ,,ომეგა 12"-ს. ამასთან, შევეცდებით განმარტების მიღებას სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42