ვინ მოკლავს სერსეი ლანისტერს Game of Thrones-ის შემდეგ სეზონში
მსოფლიო - 14:54, 30 Jul, 2015     2126

Game of Thrones-ის მე-6 სეზონის გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მომავალი სეზონის შესაძლო განვითარებაზე ბევრი ვერსია ვრცელდება.

ვინ შეიძლება მოკლას ამბიციური, ჭკვიანი, დაუნდობელი და შვილებზე უსაზღვროდ შეყვარებული დედოფალი სერსეი ლანისტერი?

ჯოფრი და მირსელა უკვე გარდაცვლილები არიან, სავარაუდოდ მათ ბედს მალევე გაიზიარებს ტომენი.

ვარაუდობენ, რომ ჯორჯ მარტინის შემდეგ წიგნში არია ან სერსეი მოკვდება.

კრიტიკოსები იმ ოთხ პერსონაჟს გვთავაზობენ, რომელთაც შემდეგ სეზონზე სერსეის მოკვლის მოტივი აქვთ.

1.არია სტარკი

თუკი არია გარდარჩა, სერსეის მოკვლის ყველაზე ძლიერი მოტივი სწორედ მას აქვს, თანაც არია უკვე „არავინ“ არის და მის სიაში დედოფალი თავიდანე იყო. ბოლობოლო პატარა სტარკი, შურს იძიებს პირველ რიგში მამისა და შემდეგ, მისი ოჯახის წევრების დახოცვის გამო.

2.ტირიონ ლანისტერი

სერსეი მას მონსტრს ეძახის და დედის სიკვდილში მუდმივად ადანაშაულებს. გარდა ამისა მოუკლა საცოლე, ჯოფრის მკვლელობისთვის ციხეშიც გამოკეტა, რის გამოც ტირიონი იძულებული გახდა დედაქალაქიდან გაქცეულიყო. ასე რომ, ჯუჯას საკმაო მიზეზები აქვს საკუთარი დის მოსაშორებლად, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტირიონს საშინლად სძულს დედოფალი და უკვე მის მოწინააღმდეგეთა ბანაკშია.

3.დედოფალი მარჯერი

მარჯერისა და სერსეის დაპირისპირება ყველა სეოზნზე ჩანს. სერსეი არის დედა დეოფალი, მარჯერი კი ტომენის ცოლი, დედოფალი. ორივე მათგანი ტომენზე გავლენის მოპოვებისა და პირველობისთის იბრძვიან. თანაც, სერსეიმ მარჯერი საპყრობილეში გამოკეტა. ძლიერი, ამაყი მარჯერისთვის კი ეს საკმარისი მიზეზია სერსეის მოსაშორებლად.

4. ჯეიმი ლანისტერი

როგორი წარმოუდგენელიც უნდა იყოს, სერსეის ერთერთ მკვლელად მის ტყპისცალსა და სიყვარულს, ჯეიმი ლანისტერს განიხილავენ. წინასწარი ვარაუდით, შვილების გარდაცვალების შემდეგ სერსეი ჭკუიდან შეიშლება. ჯეიმიმ ერთხელ უკვა იხსნა ხალხი შეშლილი მეფისგან. ეს მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც ის შეშლილ მეთაურს მოკლავს.

ვინაიდან GOT-ი მოულოდნელობებით აღსავსეა, შემდეგი სეზონის წარმოუდგენელი სცენარით განვითარებისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42