საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ორი დღის წინ სასამართლომ სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუა და მიხეილ ძაძამიას მეგობარი ქალი დაკითხა. ჩაჩუას თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზი CO-თი მოწამვლა გახდა. თუმცა რა გზით მოხვდა CO ორგანიზმში ამას ჩაჩუა ვერ აკონკრეტებს.
კიდევ ერთი სამედიცინო ექსპერტის ინფორმაციით, რომელიც სასამართლომ გუშინ დაკითა, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს სხეულზე დაზიანებები გარდაცვალებამდე ჰქონდათ მიყენებული.
ბრალდებული კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომლებმაც ვერდიქტი თვის ბოლოს უნდა გამოიტანონ.
პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსსა და დაცვის ყოფილ წევრს სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






