"გლდანის ციხეში ბევრი მის მიერ დაკავებული ზის...ამას შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს"
სამართალი - 18:27, 29 Jul, 2015     6032

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დარეჯან გილაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც მან „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, გლდანის ციხეში მყოფი პატიმრებისგან ფირცხალავას შესაძლოა საფრთხეც ემუქრებოდეს.

„როდესაც ირაკლი ფირცხალავა საკნდიდან ჩემთან შესახვედრად მოჰყავდათ, პატიმრების მხრიდან ადგილ ჰქონდა ლანძღვას, ყვირილს, შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ფირცხალავა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფება. ესეთ მდგომარეობაში ის ვერც ადვოკატთან შეხვედრას და ვერც სასამართლოებზე სიარულს ვერ მოახერხებს. რა თქმა უნდა, მას შესაძლებელია საფრთხეც ემუქრებოდეს. ის საკნდიდან უნდა გამოვიდეს სხვადასხვა დროს, დანიშნულებისამებრ და შესაძლოა მოუწიოს სხვა პატიმრებთან შეხვედრა, რაც მისთვის არასასურველი იქნება. მას მიაჩნია რომ სასაჯელაღსრულების ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. მას სურს დაბრუნდეს ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში“, - აცხადებს გელაშვილი.

რა გახდა ფიცხალავას ე.წ. მატროსოვის ციხიდან #8-ე დაწესებულებაში გადაყვანის მოტივი ადვოკატისთვს უცნობია.

„როგორც ვიცით მოტივი იყო მისი უსაფრთხოება. თუმცა ის თავს დაცულად გრძნობდა იქ, სადაც იყო. მატროსოვის ციხეში ყოფილი თანამდებობის პირები ზიან და გლდანის ციხეში კრიმინალები არიან, ვისაც წლები ებრძოდა ფირცხალავა. ბევრი მისი დაკავებული ამ დაწესებულებაში იხდის სასჯელს და როგორ გგონიათ, მას რომ დაინახავენ რა რეაქცია ექნებათ“, - ამბობს ადვოკატი.

ბრალდებულის მეუღლე ნინო ხვიტია ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა გლდანის ციხეში უმართავი სიტუაციაც მოჰყვეს.

„მთელი ღამე ჩემი მეუღლე იყო ბნელ ოთახში, რთულ ვითარებაში - მშიერი, მწყურვალი და ჰიგიენური პირობების გარეშე. როდესაც იქნება მისი საკნიდან გამოსვლის მომენტი, სასეირნოდ გასვლის, შხაპის მიღების ან სხვა მიზნით, შეიქმნება რთული ვითარება. მის წინააღმდეგ ცუდათ განწყობილი კრიმინალები ლანძღავენ და აგინებენ მას და იწვევენ პროვოკაციულ სიტუაციას, რაზეც ჩემი მეუღლის ემოციურმა მდგომარეობამ შესაძლოა მისი ადეკვატური პასუხი გამოიწიოს. ამას შეიძლება უმართავი სიტუაცია მოჰყვეს. როგორ დაიცავს უსაფრთხოებას ციხის ადმინისტარცია არ ვიცი. მათ დიდი სიძნელეები ექნებათ ამ მიმართულებით“, - ამბობს ნინო ხვიტია „ნიუპოსტთან“ საუბარში.

ირაკლი ფირცხალავა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42