,,რუსეთის კალათბურთის ფედერაციაში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან მოვიდა წერილი,რომ ჩვენი ნაკრები მოხსნილია საერთაშორისო ასპარეზობებიდან იმ ყველა სკანდალის გამო, რომელიც ბოლო დროს ფედერაციის ირგვლივ განვითარდა. დღეის მონაცემით, რუსეთის საკალათბურთო ასოციაცია საერთაშორისო ასოციაციის წევრი აღარ არის. ახლა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მამაკაცთა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზოს,“-განაცხადა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
,,ცხადია, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძანა და მიუღებელ ზღვარს მიაღწია, როცა ძველი მენეჯმენტი ერევა რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საქმიანობაში და უფრო მეტიც, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს, მათ შორის, რეგლამენტების შესრულებაში , რომლებიც არეგულირებენ რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ჩეჯიბრებების ჩატარების წესს“ - ნათქვამია ფიბას პრეზიდენტის ორასიო მურატორეს წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






