საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სამედიცინო ექსპერტის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვს სხეულზე დაზიანებები გარდაცვალებამდე ჰქონდათ მიყენებული.
მოწმემ განმარტა, რომ ამ ნაჭდევს ჟვანიას დაცვის წევრი ხელოვნური სუნთქვის დროს ვერ მიაყენებდა.
ექსპერტების გარდა დაგეგმილია თბილგაზის თანამშრომლების დაკითხვაც.
გუშინ კი სასამართლომ სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუა და მიხეილ ძაძამიას მეგობარი ქალი დაკიტხა. ჩაჩუას თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზი CO-თი მოწამვლა გახდა. თუმცა რა გზით მოხვდა CO ორგანიზმში ამას ჩაჩუა ვერ აკონკრეტებს.
ბრალდებული კობა ხარშილაძის და მიხეილ ძაძამიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, რომლებმაც ვერდიქტი თვის ბოლოს უნდა გამოიტანონ.
პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსსა და დაცვის ყოფილ წევრს სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






