საქალაქო სსამართლოში ცრუ დასმენის ფაქტზე გიორგი ოქროპირიძის პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე განცხადება გააკეთა ბრალდებულა და აღნიშნა, რომ ის ზეწოლის ქვეშაა. „ოქრიკას“ ინფორმაციით, მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა და მუქარა ხორციელდება.
„საშინელ პირობებში ვიმყოფები. იმის გამო ვისჯები, რომ ღარიბაშვილის და ჭიკაიძის ნათესავის დანაშაული არ დავიბრალე. პროკურატურა ღარიბაშვილის დაკრულზე ყველაფერს კადრულობს. ყველა ვინც მე ციხეში მცემდა და მაწამებდა, დაწინაურდა. მარტო ცემაზე არაა საუბარი. ლოგინი არ მქონდა. ბეტონზე ვეგდე მოშიმშილე. წყალი არ მოდიოდა. ჰაერი არ იყო. იმედია, სასამართლო არ მიიღებს ჩემი წამების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ოქროპირიძემ.
შეგახსენებთ, სწორედ დღეს უნდა გახდეს ცნობილი დატოვებს თუ არა „ოქრიკა“ სასამართლოს. დაცის მხარემ პატიმრობიდან გათავისუფლების შეუამდგომლობა გუშინ დააყენა. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ცრუ დასმენის ფაქტზე ახალი ბრალი ერთი თვის წინ წაუყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






