ცნობილი ფეხბურთელების რიგს, რომელიც FIFA-ს პრეზიდენტობისათვის იბრძოლებენ UEFA-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიშელ პლატინიც შეუერთდა.
პლატინის თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა წინამორბედ პრეზიდენტ იოზეპ ბალტერთან და არაერთხელ განუცხადებია მისთვის, რომ FIFA-ს პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა.
პლატინი უეფას პრეზიდენტობის დროს ნოვატორობით გამოირჩეოდა - იგი რამდენიმე წინადადებით გამოვიდა, რომელიც მისი აზრით ფეხბურთს უფრო საინტერესოს გახდიდა.
ბრაზილიელი ზიკო და ფრანგი ჟინოლა უკვე ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას სხვადასხვა ფედერაციებში. პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა მარადონამაც, თუმცა მისი ექსცენტრიულობიდან გამომდინარე, რამდენად სერიოზული იქნება მისი ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტობაზე ერთერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინია, რომელმაც მოულოდნელად მოხსნა თავისი კანდიდატურა წინა არჩევნებში და ბლატერს გზა გაუხსნა პრეზიდენტობისაკენ.
მასალის გამოყენების პირობები






