ირაკლი ფირცხალავა გლდანის ციხეში გადაიყვანეს
სამართალი - 11:52, 29 Jul, 2015     3834

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული ირაკლი ფირცხალავა დღეს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ოჯახისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ისინი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში ფირცხალავასთან პირადი ნივთების მისატანად მივიდნენ.

ამ წუთებში ოაჯხის წევრები ადვოკატებთან გლდანის ციხისკენ მიემართებიან.

ადვოკატი მოგვიანებით დაადგენს, თუ რა გახდა ფირცხალავას გლდანის ციხეში გადაყვანის მიზეზი.

დღესვე „სამართალდამცველთა დაცვის ლიგამ“ გაავრცელა ფირცხლავას განცხადება გაავრცელა, რომლითაც ის ომბუდსმენს მიმართავს.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ წარმოგიდგენთ, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პოლიციის პოლკოვნიკ ირაკლი ფირცხალავას განცხადებას. ირაკლი ფირცხალავა უკვე 6 თვეა პატიმრობაში იმყოფება, მან ამ რამდენიმე თვეში, სამჯერ ოფიციალური განცხადების საფუძველზე მოითხოვა სახალხო დამცველის ან აპარატის ნებისმიერი თანამშრომლის მასთან შესვლა, თუმცა სახალხო დამცველი, არც ფირცხალავას განცხადებას პასუხობს და არც პატიმრის მოთხოვნას მასთან აპარატის თანამშრომელის შესვლის თაობაზე არ ითვალისწინებს. იმისთის, რომ სახალხო დამცველმა ამჯერად მაინც მოახდინოს რეაგირება, ჩვენ გადავწყვიტეთ განცხადების გასაჯაროვება.

„მოგესალმებით ბატონო უჩა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ზომები არ მიიღეთ ჩემს მიერ თქვენს სახელზე დაწერილ განცხადებებზე #32 11 62 (20.04.2015) #47 74 20 (17.06.2015) #52 77 86 (03.07.2015) მინდა გაცნობოთ, რომ ცოცხალი ვარ და კვლავ მოუთმენლად ველოდები თქვენს წარმომადგენელთან შეხვედრას. მუდამ თვენი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ფირცხალავა.

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მიმართავს სახალხო დამცველს გაითვალისწინოს ირაკლი ფირცხალავას კანონიერი მთხოვნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ გლდანის ციხეში მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულები იხდიან სასჯელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42