"ვესროლე საბურავებში, რადგან ვიცოდი, რომ მანქანაში ყაჩაღები ისხდნენ" - ე.წ. კორტების საქმის მოწმე
სამართალი - 19:26, 28 Jul, 2015     3702

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითმა სპეცრაზმელმა, ზურაბ ჯოხაძემ ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას საბურავების მიმართულებით დაკავების მიზნით ესროლა, რადგან მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, ავტომანქანაში ყაჩაღები და ბანდიტები ისხდნენ.

მან, ასევე განაცხადა, რომ დაკავებამდე, განახლებული გამოძიების პირობებში, ის არავის დაუკითხავს, რაზეც დაცვის მხარემ მიმართა შემდეგი კითხვით:

„თუ თქვენ 2014 წლის 2 თებერვლამდე არავის დაუკითხიხართ, მაშინ დაკავების დღეს რატომ არ განაცხადეთ პროკურატურაში ის, რასაც დღეს ყვებით?

რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ როცა კითხეს მაშინ მოყვა. ჯოხაძემ ასევე დაადასტურა, რომ ავტომანქანაში უკან მჯდომ პირს გადმოყვანისას ცეცხლასროლი იარაღი, კერძოდ, მაკაროვის სისტემის იარაღი გადმოუვარდა.

ზურაბ ჯოხაძემ, სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ მან ჭორის დონეზე გაიგო, თითქოს ცააძეს შემთხვევის ადგილზე გაუვარდა. თუმცა აღნიშნული არ დაუნახავს, მას ასევე არ დაუნახავს ცააძის მიერ „საკონტროლო“ გასროლები.

დაცვის კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული სპეცოპერაცია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის იდეის ფარგლებში, ჯოხაძემ აღნიშნული ვერ დაადასტურა.

ცნობისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული სპეცოპერაცია გამომდინარეობდა იმ პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში დამკვიდრებული დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობისა და კრიმინალთან ბრძოლისათვის სასტიკი მეთოდების პროპაგანდიდან, რაც გულისხმობდა წინასწარ „დამნაშავედ“ მონათლული პირების ლიკვიდაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42