ე.წ. კორტების სპეცოპერაციის სპეცრაზმელმა ალექსანდრე ციმაკურიძემ ყოფილი ხემძღვანელობის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს ცეცხლის გახსნის ბრძანება ირაკლი ფირცხალავამ გასცა.
ციმაკურიძის ინფორმაციით, 2012 წელს კახა ნაკანი და ირაკლი ფირცხალავა მას ჩვენების შეცვლას თხოვდნენ.
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში მივედი. ნაკანმა და ფირცხალავამ საზეიმო ხმით მითხრეს, როგორც იქნა, ეს საქმე იხურებაო. რამდენიმე ნიუანსია, რაშიც შენი დახმარება გვჭირდებაო. თუ დაგიბარეს პროკურატურაში, ფორმალური ჩვენება უნდა მისცეო. ფირცხალავას ზემოთ მოგვარებულო აქვსო. ვუთხარი, პრობლემები არ შემექმნასთქო და მითხრეს, პრობლემები მაშინ შეგექმნება, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც ჩვენ გვინდაო“, - განაცხადა მოწმემ.
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა ბრალდებებით 11 პირია დაკავებული. მათ შორის არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და სპეცრაზმელები.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განხილება, დანარჩენი 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე კი - ცალკე.
მასალის გამოყენების პირობები






