სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ეგრეთწოდებული გვირაბი) ხორცის სარეალიზაციო ობიექტების არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ჰიგიენურ -სანიტარული ნორმების დარღვევის ფაქტები. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. „ სურსათის/ ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“( 68-ე მუხლის მესამე ნაწილის) თანახმად, 6 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მათ სამუშაო პროცესი აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






