შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო.
2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 17434 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9772 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.93%.
მიმდინარე წლის განმავლობაში განზრახ მკვლელობის მუხლით 46 დანაშაულია რეგისტრირებული. აქედან გახსნილია 35 საქმე.
რაც შეეხება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, სულ რეგისტრირებულია 11 დანაშაული, გახსნილია - 5.
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 276 საქმეა რეგისტრირებული.
ხოლო ოჯახური ძალადობის მუხლით რეგისტრირებულია 566 დანაშაული, აქედან გახსნილია 409 დანაშაული.
2015 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა ვრცლად იხილეთ ბმულზე
მასალის გამოყენების პირობები






