გაზის, წყლის და ტრანსპორტის ფასის შესაძლო მატება - დენის გაძვირების დომინოს ეფექტი
პოზიცია - 21:04, 26 Jul, 2015     14244
ლარის კურსის ვადნა, უმუშევრობა და გაზრდილი ტარიფები. არსებობს თუ არა სწრაფი ეკონომიკური გამოსავალი და ელის თუ არა მოსახლეობას მომავალი 2016 წლიდან არა მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფის, არამედ გაზის წყლის და მათ შორის მგზავრობის საფასურის მატებაც. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მგზავრობის ტარიფის მატება წლის ბოლოდან იგეგმება, რაც ასევე ლარის კურსის ვარდნას უკავშირდბა, რომელიც ექსპრტული გათვლებით 2016 წელს კვლავ პროგრესირებადი იქნება.

ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც ქულები 70 ათასზე ნაკლებია, მიუხედავად იმისა, თუ ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელთა, რომელ ჯგუფს განეკუთვნებიან, სხვაობას სახელმწიფო დაუფარავს. პემიერის თქმით აღნიშნული პროცესი ამ დროისთვის რეგიონების მოსახლეობას ეხება, თუმცა როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა მოსალოდნელია, რომ ტარიფის გაზრდა თბილისშიც მოხდეს.

„ სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისთვის. არც ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს არ მოუწევს არცერთი თეტღით იმაზე მეტის გადახდა,რასაც აქამდე იხდიდა. ეს ეხება ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს დაახლოებით 208 ათას, რომელმაც 70 ათასზე ნაკლები ქულა აიღო. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება დამატებით 20 მილიონი ლარი“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

არის თუ არა ბიუჯეტიდან სუბსიდირება გამოსავალი და რა შეცდომები დაუშვა მთავრობამ - ,,ნიუპოსტი“ თემის დეტალებზე ეკონომიკის ექსპერტს რომან გოცირიძეს და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, გურამ ჩახვაძეს ესაუბრა.

,,ამ ვითარებიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. თავის მოტყუებაა იმაზე საუბარი, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები არ დაზარალდებიან. ისინი და დანარჩენი სხვაც, მათ შორის ბიზნესი დაზარალდება ხარჯების მატების გამო, რაც საბოლოო ჯამში ან ფასების ზრდაში აისახება, ან გამოშვების შემცირებაში“ - აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, არც ენერგეტიკის სექტორისთვისაა აღნიშნული მატება საკმარისი, რომ მან განვითარება უზრუნველყოს. ეს მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფარვისათვის თუ იქნება საკმარისი.

,,გამოსავალი არის იმ მანკიერი ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა, რომელსაც მთავრობა აწარმოებდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ეს ეხება საბიუჯეტო პოლიტიკას, რომელიც არის მრავალი შექნილი პრობლემის წყარო.

არცოდნით მოუვიდათ თუ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, ამის გამორკვევა არაფერს მოგვცემს. ყველაფერი დაიწყო იმ უგუნური გადაწყვეტილებით, როცა დენის ტარიფი შეამცირეს მასში არსებული საინვესტიციო კომპონენტის ხარჯზე. ანუ, ენერგოკომპანიებს მიეცათ უფლება, არ შეეყვანათ ახალი სიმძლავრეები მოქმედებაში და არ განეხორციელებინათ სისტემის მოდერნიზაციის სამუშაოები. შედეგად მივიღეთ ელექტროენერგიის იმპორტის მატება, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა დენის ფასის მატებაში“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

რაც შეეხდება ტარიფების მატებას გაზზე, წყალსა და ტრანსპორტზე, ექსპერტი ამბობს, რომ ტარიფების მატება აუცილებლად დადგება დრის წესიგში. მისი თქმით, ხელისუფლებას ერთი გზა დარჩა, ბოდიში მოიხადოს წინასაარჩევნო დაპირბებისთვის.

,,მთავრობამ თითიც კი არ გაანძრია ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, რასაც მოჰყვება ფასების საერთო დინის ზრდა და არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში და გაურკვევლობა ლარის კურსთან დაკავშირებით.

მომავალში აუცილებლად დადგება გაზისა და წყლის ტარიფის გადახედვის საკითხი, ისევე როგორც გაიზრდება საქალაქო ტრანსპორტით, მათ შორის მეტროპოლიტენით მგზავრობის ფასი ან მისი სუბსიდირების დანახარჯები.

ტექნიკური გადაწყვეტილება, ან დენის სუბსიდირება ან დიფერენცირებული ტარიფები ერთმანეთზე უარესია. ცხოვრება მაინც აიძულებს ხელისუფლებას სწორ გზას დაადგეს, მაგრამ ეს იქნება ძალიან გვიან და ბევრი რამის დაზიანების ფასად.

ახლა ერთი გზა არსებობს: ბოდიშის მოხდა უაზრო საარჩევნო დაპირებებისათვის და იმის თქმა, რომ მეტს არ იზამენ.

სწრაფი ეკონომიკური გამოსავალი აქ არ არსებობს.“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

დენის ტარიფთან შექმნილი სიტუაცია შედეგია ეკონომიკური პოპულიზმის, რომელზეც მთავრობა უარს არ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ჩიხში შეიყვანა - ასეთ შეფასებას აძლევს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე.

,,ელექტროენერგიის გაძვირებას დომინოს ეფექტი ექნება. ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფერო, დიდი თუ პატარა საწარმო, წარმოება თუ მომსახურება, რომ არ გაკოტრდეს გასაყიდ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე ფასებს აწევს. მეწარმეებმა უკვე დაიწყეს ამაზე საუბარი. საბოლოო ჯამში, დენის გაძვირების ფასს ”როგორც წესი”, გადაიხდიან ჩვენი მოქალაქეები“ - აცხადებს ჩახვაძე.

რაც შეეხება ბიუჯეტიდან სუბსიდირებას, ჩახვაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირება მიღებული ფორმაა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში არასაკმარისი და არაეფექტური ნაბიჯია.

,,ჯერ ერთი, სოციალურად დაუცველთა კატეგორიის მიღმა რჩება ასობით ათასი პენსიონერი, რომელთა შემოსავლები ისედაც ვერ უზრუნველყოფს ღირსეული სიბერეს. მეორეც, დენზე ტარიფის გაზრდა და სამომხმარებლო ბაზრის გაძვირება ჩვენი მოქალაქეების უცვლელი საოჯახო ბიუჯეტების ფონზე სოციალური არასტაბილურობის საფრთხის შემცველია. ასევე სამომხმარებლო ფასების მატების ფონზე პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, დაბალშემოსავლიანი ოჯახების შემოსავლების იგივე დონეზე დატოვება უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.

ესაა ობიექტური რეალობა და მთავრობის რეაქცია, რომ ფასების ზრდას წინ აღუდგება ადმინისტრაციული და არა ეკონომიკური ბერკეტებით არის სრულიად შეუსაბამო საბაზრო ეკონომიკის ბუნებასთან. ეს იქნება დაბრუნება კომუნისტურ ეპოქაში“ - ამბობს გურამ ჩახვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42