„ზედმეტმა მორჩილებამ მარტო დამტოვა ცხოვრებაში – არც შეყვარებული მყავს და არც მეგობარი“
ეს საინტერესოა - 19:52, 25 Jul, 2015     19237
უკვე 30 წლის ვარ და სიცოცხლე მომბეზრდა – არაფერი საინტერესო და სასიხარულო არ ხდება ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ ცოდვას ვამბობ, მაგრამ, ასეა. ყელში ამომივიდა ერთი და იგივე, სულ დათმობა, სულ უკან დახევა და ჩრდილში დგომა.
მთლად პატარაობიდან, რაც კი თავი მახსოვს, სულ კანონებისა და მიღებული წესების დაცვით ვცხოვრობდი – ასე მოითხოვდნენ ჩვენი მშობლები, რადგან თვითონაც ასე ცხოვრობდნენ და მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ასე ცხოვრება იყო სწორი, წესიერი და მართალი. რაღაც ასაკამდე ჩემს დასაც იმორჩილებდნენ, მაგრამ მერე ინგა მიხვდა, რომ იხრჩობოდა ამდენი „არ შეიძლებათი“, ამდენი „სირცხვილია, ხალხი რას იტყვის“ და სხვა მსგავსი აკრძალვებით და, ერთ დღესაც, ისეთი მიტინგი მოუწყო დედ-მამას, რომ იქით ეხვეწებოდნენ, ოღონდ დაწყნარდი და რაც გინდა, ის ქენიო.
იმ დღიდან მართლაც დაიხსნა თავი მშობლების „აღმზრდელობითი კლანჭებიდან“ და ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად. მე კი, ამხელა ქალი ვარ და სამი წლის ბავშვივით ყველაფერში ვემორჩილები მშობლებს. მაქვს ხოლმე შინაგანი პროტესტი, მაგრამ ხმამაღლა დაწიკვინებასაც კი ვერ ვბედავ. შეიძლება, დებილად ჩამთვალოთ, მაგრამ ბოლომდე სიმართლე უნდა დავწერო: ვჭამ იმას, რასაც თვალის დასანახავად ვერ ვიტან, მაგრამ, რადგან ჩემი მშობლები გიჟდებიან, სულ „იფ, იფ“ გამიდის, თუმცა, ისე მეზიზღება, ლამის გული ამერიოს ხოლმე; ასევე, მაცვია ის ტანსაცმელი, რომელიც დედაჩემს მოსწონს (ძირითადად თავისი ნაქონი), თანაც იმ სტილში, რომელიც უკვე გადასულია მოდიდან, მაგრამ, რადგან დედას მიაჩნია, რომ მაღალი დონის გასათხოვარმა გოგომ აკადემიურად უნდა ჩაიცვას და ასე შემდეგ. შედეგად კი ის მივიღე, რომ 30 წლის ქალს ჯერ ფლირტიც კი არავისთან მქონია. არადა, მართლა არა ვარ მახინჯი და გოიმი. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაზე „დახადიაკ“ ბიჭებსაც კი არ მოსწონთ მუდო, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ზედმეტად მორცხვი და გაუბედავი გოგოები. ასეთი თუ ხარ, თუნდაც ფრთიანი ანგელოზი იყო, მზეთუნახავი და თან, დედამიწაზე ყველაზე ნიჭიერი და განათლებული, კაციშვილი ზედ არ შემოგხედავს. ჩემმა ზედმეტმა მორჩილებამ მარტო დამტოვა ცხოვრებაში – არც შეყვარებული მყავს (პირად ოჯახზე აღარაფერს ვამბობ) და არც მეგობარი. ისე ვარ დაკომპლექსებული, სამსახურშიც კი ვერავინ დავიმეგობრე – მეშინია, უარი არ მითხრან და შეურაცხყოფილი არ დავრჩე. დედაჩემს კი ეს სულაც არ აღელვებს, მეუბნება – შენ შენი წესიერებითა და ინტელექტით ყველაზე მაღლა დგახარ, იმათ იკითხონ (ოღონდ, ვერ ვხვდები ხოლმე, „იმათში“ ვის გულისხმობს), თორემ შენ არსად დაიკარგებიო.
დედამიწის ზურგზე შენი ოჯახის წევრების გარდა რომ არავინ გიცნობს, არავის ახსოვხარ და არავის ენატრები, დაკარგული ხარ, აბა, რა ხარ?!

მარინა, 30 წლის.
წყარო: "თბილისელები"




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42