შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს NASA მორიგი აღმოჩნეის შესახებ საუბრობს. კოსმოსური ხომადლის New Horizons -ის აპარატის მიერ გამოგზავნილ მასალებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლანეტის ზედაპირზე შესაძლოა ოკეანე არსებობდეს.
14 ივლისს, ნასამ განაცხადა, რომ New Horizons-ი თითქმის 484 მილიონი კილომეტრის გავლისა და 9 წლიანი მოგზაურობის შემდეგ პლუტონს მაქსიმალურად მიუახლოვდა, ყველაზე ახლოს ჩაუფრინა და მისი პირველი ყველაზე ახლო და ნათელი ფოტოც მოიპოვა. მეცნიერების თქმით, პლანეტა იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. როგორც მოპოვებული ფოტოდან ჩანს, პლუტონს გულიც "ჰქონია." პლანეტაზე გულის ფორმის შემჩნევაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, როდესაც აპარატმა ჯუჯა პლანეტას ჩაუფრინა, პლუტონის მზის დაბნელების მომენტი აღბეჭდა.
ამ პროცესის ამსახველ ფოტოზე მეცნიერებმა ლაქა შენიშნეს, რომელიც, მათი აზრით, შესაძლოა, იყოს ნიშანი იმისა, რომ პლუტონს ატმოსფერო აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






