“თანხის გამოძალვის ბრალდებით შეთითხნილი საქმე”- გასამართლებილების ახლობლები პოლიციას პროვოკაციაში ადანაშაულებენ
სამართალი - 14:30, 25 Jul, 2015     1715

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე მარინა კიკნაძე), გამოძიების მიერ ფულის გამოძალვაში ბრალდებულ ოზურგეთელ ახალგაზრდებს მამალაძეს, ქვეითაიას, ბორჩხაძესა და შეშელიძეს 4-4 და 5-5 წელი მიუსაჯა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურორის (შოთა ჩხაიძე) პოზიცია და ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო.

თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ ბრალდებულის ახლობლები და ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლე პროცესის დროს, რომელიც 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მთლიანად პოლიციისა და პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და გადაწყვეტილებაც გამოძიების კარნახით მიიღო.

ახალგაზრდების ახლობლები აცხადებენ, რომ საქმე, რომელიც თითქოს თანხის გამოძალვას ეხება, თავიდან ბოლომდე შეთითხნილია და თავად მომხდარი ფაქტი პოლიციის მიერაა პროვოცირებული.

ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ნოშრევან ქვეითაიას, შალვა მამალაძეს, ბესო ბორჩხაძესა და გელა შეშელიძეს გამოძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მცხოვრები ძმების - ნიკოლოზ და დავით აბაშმაძეებისადმი თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა.

ინცინდენტი გასულ წელს, ქალაქ ოზურგეთში მოხდა, როცა მათივე ინფორმაციით, გასამართლებულ ქვეითაიას სახლში პოლიციამ, თანხის გამოძალვის ფაქტი აღკვეთა. პოლიცია ამტკიცებს, რომ ქვეითაია, რამდენიმე პირთან ერთად, თანხას, ძმებ აბაშმაძეებს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სძალავდა.

თუმცა, ბრალდებულის მხარე აცხადებს, რომ ქვეითაიათან, სახლში მისული, ძმები აბაშმაძეები, პოლიციის დავალებას ასრულებდნენ და მასთან მიგზავნილები იყვნენ პროვოკაციისათვის, რაც გამოუვიდათ კიდეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42