NASA-ს მიერ აღმოჩენლ ახალ ექსოპლანეტა Kepler 452b-ზე წყალი შესაძლოა ათხევად მდგომარეობაში არსებობს. ამის შესახებ მეცნიერები აცხადებენ.
პროექტ Kepler -ის მონაცემთა ანალიზის ჯგუფის ხელმძღვანელის ჯონ ჯენკინსის თქმით, პლანეტა სახელწოდებით Kepler 452b დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდია, ხოლო ვარსკვლავი, რომლის გარშემოც პლანეტა ბრუნავს, მზის მსგავსია. ახალი პლანეტა სრული ბრუნვის ციკლს დედამიწასთან შედარებით მეტ დროს – 385 დღეს ანდომებს. Kepler 452b დაახლოებთ ექვსი მილიარდი წლისაა, რაც მზის ასაკს მილიარდნახევარი წლით აღემატება. ახალი პლანეტა აქამდე აღმოჩენილ პლანეტებს შორის ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას.
ჯენკინსის თქმით, პლანეტის ზომა და ვარსკვლავისგან მისი დაშორება იძლევა იმის საფუძველს, რომ მასზე შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს. მისი თქმით, პლანეტა მილიარდობით წლის მანძილზე ე. წ. „სიცოცხლის ზონაში" იმყოფებოდა. რაც იმას ნიშნავს მასზე მოცემულ მომენტში, ან წარსულში სიცოცხლე არსებობდა.
კოსმოსური ტელესკოპის Kepler-ის მეშვეობით ექსოპლანეტებზე დაკვირვება 2009 წლიდან მიმდინარეობს. ჯენკინსის ვარაუდით, გალაქტიკაში Kepler 452b ტიპის კიდევ მრავალი პლანეტა უნდა არსებობდეს.
მასალის გამოყენების პირობები






