როგორც ,,ნიუპოსტის" კორესპონდენტს ადგილზე განუცხადეს, ხე-ტყის გადამამუშავებელი საქვბისა და საშრობის გადატანით ადგილობრივი მოსახლეობა უმუშევარი რჩება. კომპანია სთავაზობს, რომ ქუთისში გადავიდნენ, თუმცა ხელფასი იქ უფრო დაბალია და ამასთან, მხოლოდ კვირაში ერხელ ექნებათ საშუალება ოჯახში ჩამოსვლის.
ორი დღეა, მუშებს დაცვა ქარხნის ტერიტოირაზე არ უშვებდა. დღეს კომპანიის წარმოამდგენლებთან მედიატორის როლი შეარულა წალენჯიხის გამგებლემა და საკრებულოს თავმჯდომარემ და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს მუშებმა კომპანიის ხელმძღვაენლობასთან დალაპარაკება.
ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული, მუშები უარს ამბობენ ქუთაისში გადასვლაზე. რაც შეხება კომპანის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კომპანიას საქართველოს მასშტაბით ექვსი ასეთი ქარხანა აქვს და ერთ-ერთი პირველი იყო სწორედ ლიაში, ქარხანაში მთლიანად იყვნენ დასაქმებული ადგილობრივები, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული საშრობი და საქვაბე არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, გადააქვთ ქუთაისში.
აქ მხოლოდ სამუშაოდ დარჩებიან ხე-ტყის დამამზადებლები.
კომპანიას ლიცენზია 20 წლით აქვს აღებული და ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მასშტაბით სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასქმდეს. კონკრეტულად კი, იქ, სადაც ქარხანა მდებარეობს, უნდა დასქმებულიყო ადგილობვრივი 80%, ლიის შემთხვევაში კი 100% იყო ადგილობრივი, თუმცა მას შემდეგ, რაც ქარხანის საქვაბე და საშრობი კონტეინერები შეწყვეტს ფუნქციონერებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებულების სურათი შეიცვლება.
მასალის გამოყენების პირობები






