ტუნისის პარლამენტმა სამდღიანი დებატების შემდეგ, ტერორიზმთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შეიტანა. ახალი კანონის თანახმად, ტერორიზმში ბრალდებულებს სიკვდილით დასჯა ელით.
გარდა ამისა, სამართალდამცავებს ნება ეძლევად ეჭვმიტანილები სასამართლოს თანხმობის გარეშე 15 დღის განმავლობაში დაკავებული ჰყავდეთ და ასევე, მოუსმინონ სატელეფონო საუბრებს.
მიუხედავად, ადამინის უფლებათა დამცველების პროტესტისა, ტუნისის პარლმანეტმა კანონპროექტი აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა.
შეგახსენებთ, 26 ივნიის, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტუნისის საკურორტო ქალაქ სუსში, ორ სასტუმროზე მომხდარ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა. ტუნისელი სტუდენტი, სეიფედინ რეზგი სასტუმროებთან მდებარე ღია სანაპიროსთან გასაბერი ნავით მივიდა, სანაპიროზე გადავიდა და დამსვენებელთა მიმართულებით ცეცხლი გახსნა. დაღუპულთა უმრავლესობა ბრიტანეთის მოქალაქე იყო. თავდამსხმელის ლიკვიდაცია პოლიციამ ადგილზევე მოახერხა.
მასალის გამოყენების პირობები






