ძალოვანი სტრუქტურასთან დაახლოებულმა სანდო წყარომ "ნიუპოსტს" შეატყობინა, რომ ჩხუბის შედეგად მძიმედ დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე, ანტონ გალდავა, რომელიც მუცლის არეში იყო დაჭრილი, ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრში თავისი ფეხით მივიდა, პირველივე შემხვედრს დახმარება სთხოვა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. ამჟამად როგორც გალდავას, ასევე ორი სხვა დაჭრილის სიცოცხლეს საფრხე არ ემუქრება.
მარტვილის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს ფეხში დაიჭრნენ გიორგი კობახიძე და თემურ გაბისონია. ჩხუბი დღის საათებში, მარტვილის ცენტრში, პოლიციის შენობიდან დაახლოებით ას მეტრში, უამრავი ადამიანის თვალწინ მოხდა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ბესო გვილავა დააკავეს.
მომხდარი ფაქტის შესახებ ოფიციალური განცხადება შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
მასალის გამოყენების პირობები






