უფლებადამცველი ალექს შოშიკელაშვილი პოლიციაში ჯაბა ლომიძის წამებაზე საუბრობს
სამართალი - 16:27, 01 Mar, 2013     1575


როგორც ალექს შოშიკელაშვილმა "ნიუპოსტს" უთხრა, ის დღეს, სულ ცოტა ხნის წინ ესაუბრა დაკავებულ ჯაბა ლომიძეს, რომელმაც მისი არაადამიანური წამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჯაბა ლომიძე გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავს. უფლებადამცველის განცხადებით, მან დაკავებულისგან მიიღო ნებართვა, რომ მისი წამების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელებულიყო:


"ჯერ კიდევ წინასაწარ სასამართლოზე ჯაბა ლომიძემ განაცხადა,რომ მისი პირველი ჩვენებები პოლიციაში ფიზიკური ზეწოლის შედეგად იყო მიღებული. ამის მიუხედავად ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პიროვნებას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ჯაბა ლომიძე ჰყვება,რომ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში მიყვანისთანავე მას დასაკითხ ოთახში დაუდეს მაგიდაზე ცოტნე მამულაშვილისა და მეორე პიროვნების-ლაშა ჯამბაზიშვილის ფოტოსურათები და უთხრეს,რომ მას უნდა დაესახელებინა ისინი, როგორც ყაჩაღობაში თანამონაწილეები.


ამაზე ჯაბას უარის შემდეგ მას დაუწყეს ცემა,მაგრამ ჯაბა ლომიძე ცემას ითმენდა და უარზე იყო. ამის შემდეგ,დაინახეს რა, რომ ცემით სასურველ ჩვენებას ვერ იღებდნენ-ე.წ. ოპერატიული მუშაკები შეუდგნენ მის წამებას: ჯაბა ლომიძის თქმით, სკამზე მჯდომს ყელზე მთელი ძალით მიაჭირეს ე.წ. "დუბინკა" და დაიწყეს მისი დახრჩობა. დაკავებულის თქმით, ეს განმეორდა სულ ხუთჯერ, რა დროსაც მან რამდენჯერმე გონება დაკარგა.


როგორც ჯაბა ლომიძე ამბობს,წამების ბოლოს ის ფიქრობდა,რომ ოღონდაც იმწუთას ცოცხალი გადარჩენილიყო-და აუცილებლად მოყვებოდა ნებისმიერ სასამართლოზე,თუ რა გზით მოიპოვეს მისგან ჩვენებები პოლიციელებმა.


ამის შემდეგ,უკვე დამუშავებული ჯაბა მიუყვანეს გამომძიებელს,სადაც მან "მშვიდ გარემოში" მისცა ის ჩვენება,რომელიც ახლაც საქმეშია.ჯაბა ლომიძე აცხადებს,რომ მას ახლაც, ორი კვირის გასვლის შემდეგაც სტკივა ყელი და არანაირი ექსპერტიზა არ ჩასტარებია. უფლებადამცველ ალექს შოშიკელაშვილთან საუბარში ჯაბა ლომიძემ დაადასტურა, რომ საკუთარი უფლების დასაცავად კვლავ ესაჭიროება ადვოკატი და რომ ის მზად არის სასამართლოზე მოჰყვეს სრული სიმართლე იმაზე, თუ რა ცემისა და წამების ფასად ჩამოართვეს მას შეთითხნილი ჩვენებები".


შეგახსენებთ, რომ ჯაბა ლომიძესთან და ლაშა ჯამბაზიშვილთან ერთად სამართალდამცველებმა დააკავეს ცოტნე მამულაშვილი, რომელიც მაია ორჯონიკიძის შვილია. მაია ორჯონიკიძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის სტატუსით მონაწილეობდა სხვადასხვა სახის აქციებსა და სატელევიზიო დებატებში, აცხადებს, რომ ცოტნე მამულაშვილს ყაჩაღობასთან არანაირი შეხება არა აქვს და მისი წარმოჩენა კრიმინალად მხოლოდ თვითონ მაია ორჯონიკიძეზე ზეწოლასა და შურისძიებას უკავშირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42