ირაკლი ფირცხალავა: იცნობთ თუ არა ვაჟა გამეზარდაშვილს?
მოწმე ალექსანდრე სანიკიძე: დიახ, მან მე დამიბარა გარკვეულ საკითხზე. კერძოდ, დაჭრილი ვიყავი და საქმე იყო აღძრული, ოღონდ იმ პერიოდში არა.
ირაკლი ფირცხალავა: ბოლოს როდის ნახეთ ამ საქმესთან დაკავშირებით ვაჟა გამეზარდაშვილი?
მოწმე ალექსანდრე სანიკიძე: დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ირაკლი ფირცხალავა: დღევანდელი შენი ტყუილები და დემარში გამოწვეულია თუ არა იქედან, რომ შენს წინააღმდეგ საქმე არის აღძრული.
მოწმე ალექსანდრე სანიკიძე: ვერ გავიგე რას მეკითხები, შენ იცი იქ რა და როგორ იყო.
ირაკლი ფირცხალავა: იყო თუ არა ისეთი ფაქტი, რომ შენ მომიგზავნე მეგობარი ოფისში და მთხოვე შეხვედრა?
მოწმე ალექსანდრე სანიკიძე: კი, იყო
ირაკლი ფირცხალავა: რასთან დაკავშირებით, მოახსენე სასამართლოს
მოწმე ალექსანდრე სანიკიძე: მოგიყევი რაც იყო, ვაჟა გამეზარდაშვილმა დამიბარა დაჭრის საქმესთან დაკვშირებით და კითხვები დამისვა კორტებთან დაკავშირებით.
ირაკლი ფირცხალა: ანუ დაგიბარა დაჭრაზე და კითხვებს გისვამდა კორტებზე?
მოწმე ალექსანდრე სანიკიძე: კი
ირაკლი ფირცხალავა: თქვენ ჩემთან ამავე საუბარში ახსენეთ, რომ გამეზარდაშვილთან შემოვიდა ორი უცნობი თანამშრომელი და გადაგიყვანეს ვასაძის კაბინეტში, მთავარ პროკურატურაში. სადაც, ვასაძემ შემოგთავაზათ მიგეცათ ისეთი ჩვენება გამოძიებისთვის, როგორიც საჭირო იყო და თქვენ დაგასაქმებდნენ რკინიგზაში. გქონდათ ვასაძესთან საუბარი?
მოწმე ალექსანდრე სანიკიძე: ვასაძესთან საუბარი მქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






