ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოწმის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება სასამართლოზე
სამართალი - 19:20, 24 Jul, 2015     2388
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე სპეცრაზმელები დაიკითხნენ.

ერთ-ერთმა მოწმე ალექსანდრე სანიკიძემ განაცხადა, რომ მას ფირცხალავას ბრძანება არ შეუსრულებია და ცეცხლი მხოლოდ იმიტომ გახსნა, რომ ნაკანმა გაისროლა. „ მე ირაკლი ფირცხალავას ბრძანებას არ დავემორჩილე, უბრალოდ მანქანის შეჩერების მიზნით ვესროლე საბურავში.“- განაცხადა სანიკიძემ და აღნიშნა რომ აღნიშნული ქმედება არა ირაკლი ფირცხალავას, არამედ კახა ნაკანის ქმედების შემდეგ განახორციელა.

ამის შემდეგ, სანიკიძემ სასამართლოზე ნაკანის მიერ დასმულ რამდენიმე კითხვასაც უპასუხა, სადაც სანიკიძე ამბობს, რომ მას ძირს დაგდებული იარაღისთვის ხელი არ უხლია.

კახა ნაკანი: რამდენ ხანში დასრულდა სპეცოპერაცია, სროლებიდან მანქანის შეჯახებამდე?

ალექსანდრე სანიკიძე: 15 წამში

კახა ნაკანი: როდესაც მანქანას მიუახლოვდი და გადმოიყვანე დაჭრილი პირი, სხვა ვინმე შველას ითხოვდა?

ალექსანდრე სანიკიძე: არა

კახა ნაკანი: ძირს დავარდნილი იარაღის მიმართ, რამე მოქმედება განახორციელე?

ალექსანდრე სანიკიძე: არა, მე ხელი არ მიხლია.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გრიგოლ კვინიკაძე არიან ბრალდებულები.

დღეს სასამართლოზე რიგითი სპეცრაზმელები დაიკითხნენ, რომლებმაც დახურულ სასამართლო სხდომაზე, რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენება მისცეს. რიგით სპეცრაზმელებს, განზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42