ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება დაასახელა.
"თუ მკითხავთ, რომელმა საკითხმა გამოწვია ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება, გეტყვით, რომ იმის მიუხედავად, ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ერი ვართ, არ გვეყო გონი, იარაღის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიგვეღო. თუ გადაამოწმებთ, რამდენი ამერიკელი დაიღუპა ტერაქტებში 11 სექტემბრის შემდეგ, მათი რიცხვი 100-ზე ნაკლებია. მაგრამ თუ ნახავთ, რამდენი ადამიანი დაღუპა შეიარაღებული ძალადობის შედეგად, მათი რიცხვი ათეულათასობითაა" - განაცხადა ობამამ "ბიბისისთან" ინტერვიუში.
შეგახსენებთ, იარაღის ტარებისა და შენახვის გამკაცრების ინციატივა ობამამ 2012 წელს წარადგინა. თუმცა, კონგრესმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ, კანონპროექტი არ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






