„2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა ინსტიტუციურ რეფორმები გაატარა საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყანაში, გაწმინდა პოლიცია და მოახდინა ეკონომიკის ლიბერალიზაცია. მისი პრეზიდენტობის ბოლო 3 წელს 2008 წლის აგვისტოს ომი გასდევდა ფონად და ასევე კრიტიკა, რომ ის ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა. ნატურალიზებული უკრაინელი, მართავს 2.3 მილიონიან პროვინციას, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ, კრიმინალიზებულ და პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონს. ვლადიმერ პუტინის მოსისხლე მტრის დანიშვნას, მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა“ - ნათქვამია სტატიაში" - წერს გამოცემა.
გამოცემა, უკრაინასა და კონკრეტულად, ოდესის რეგიონში არსებულ კორუფციულ გარემოზე, საბაჟო თაღლითობებზე, ბიზნესმენებისა და მეწარმეებისგან ქრთამის აღებაზე წერს და აცხადებს, რომ სააკაშვილმა კორუფციიის აღმოფხვრა დაისახა მიზნად, კორუმპირებული თანამშრომების ნაცვლად კი მოდელის გარეგნობის ახალგაზრდების დანიშვნას აპირებს.
მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის ბოროვიკის განცხადებით, რეფორმების მთავარი მიზანია ეკონომიკური პრაქტიკის მთლიანად შეცვლა ისეთ რეგიონში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი კონტრბანდაზეა დამოკიდებული. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ გააქრობს ქრთამის აღების ინსტიტუტსა და მოსახლეობა კანონს მეტად დაემორჩილება.
სტატიის თანახმად, სააკაშვილს უკრაინაში უცხოელებიც მიჰყავს.
"17 ივლისს , ოდესის ვიცე-ბერნატორად რუსი ოპოზიციონერი, რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილი, მარია გაიდარი დანიშნა. ბოროვიკის მსგავსად, მასაც ჰარვარდი აქვს დამთავრებული. სააკაშვილის ყოფილი გუნდის წევრებიც ურკაინის მთავარი რეფორმატორები არიან. სააკაშვილის წარმატებული რეფორმები ოდესასა და უკრინაში შესაძლოა მისი ძველი მტრის, პუტინის წინააღმდეგ იარაღი გახდეს. გაიდარის დანიშვნით, მან პოტენციურ ინვესტორებზეც გაამახვილა ყურადღება. „ის ფაქტო, რომ ასეთი გამოჩენილი რუსი პოლიტიკოსი ჩვენ შემოგვიერთდა, ნიშნავს , რომ უძლეველები ვართ“ - განაცხადა სააკაშვილმა" - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები






