რჩევა ავტომფლობელებს - რა უნდა გააკეთოთ ავტომობილის დაქოქვისას
ეს საინტერესოა - 16:35, 24 Jul, 2015     34825

ზაფხულში, დღის განმავლობაში, ჩრდილში გაჩერებული, მინებაწეული ავტომობილი სალონში გამოჰყოფს 400-დან 800 მგ-მდე ბენზოლს. თუ ავტომობილი გაჩერებულია მზეში ბენზოლის დონე სალონში 2000 დან 4000 მგ აღწევს რაც დასაშვებზე 40 ჯერ მაღალია! შესაბამისად, შეეცადეთ, რომ ავტომანქანა აუცილებლად ჩრდილში გააჩეროთ, თუ მაინც მზეზე მოგიწიათ მისი დატოვება, ჩაჯდომამდე ჩამოწიეთ მინები და რამოდენიმე წუთით გაანიავეთ ავტომობილი.

ბენზოლი არის სახიფათო ტოქსინი, რომელიც სასუნთქი გზების საშუალებით გადადის სისხლში და აზიანებს თირკმელებს, შლის ძვლებს, ვნებს ღვიძლსა და სხვა ორგანოებს, იწვევს კიბოს. ამასთან, იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის ორგანიზმში.

ინსტრუქციაში, რომელიც ახალ ავტომობილებს მოჰყვება, ნათლად წერია, რომ როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით და კონდინციონერს ჩართავთ, ფანჯრები 2 წუთით ღია უნდა დატოვოთ. თუ რატომ, ავტომწარმოებლები არ აღნიშნავენ. მიზეზი შემდეგშია - კვლევების საფუძველზე, სანამ კონდინციონერი დაიწყებს ჰაერის გაციებას, იგი გამოყოფს პლასტმასის ცხელ ჰაერს, რომელიც შეიცავს ბენზოლს, სახიფათო ტოქსინს, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ (გამოირჩევა გაცხელებული პლასტმასის სპეციფიური სუნით, რომელსაც კონდინციონერს ჩართვისას რამდენიმე წუთით აუცილებლად იგრძნობთ). ამიტომ, სანამ სუნი არ გავა, მინები არ ასწიოთ.

მინების ჩამოწევა ასევე აუცილებელია ავტომობილის დაქოქვამდეც. ჩვენ გირჩევთ, ჩამოწიეთ მინები, დაქოქეთ ავტომობილი, შემდეგ ჩართეთ კონდინციონერი, დაელოდეთ რამდენიმე წუთი, აწიეთ მინები და იმგზავრეთ მშვიდად.

წყარო: Premium Auto





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42