შსს–ს აკადემიამ პროექტის მართვის რეგიონულ სემინარს უმასპინძლა
სამართალი - 11:13, 24 Jul, 2015     1002

შსს-ს აკადემიაში, ევროკავშირის ინიციატივის – „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ – ფარგლებში, პროექტის მართვის ორდღიანი რეგიონული სემინარი გაიმართა. ღონისძიებას ევროკავშირის ექსპეტრები უძღვებოდნენ და მასში მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები იღებდნენ. სემინარში, ასევე, რეგიონლული მასშტაბით მოლდოვას, უკრაინისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სემინარი მიზნად ისახავდა ევროკავშირის ამ ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების იმპლემენტაციასა და მონიტორინგში ჩართული პერსონალის უნარჩვევების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა პროექტი 44 –„ქბრბ საფრთხეებზე (ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები) პირველადი მორეაგირეების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში“, რომელიც 2015 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ქბრბ ინციდენტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფას, პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მორეაგირე უწყებების სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა, შესაბამისი ტრენინგებისა და საწვრთნელი ვარჯიშების (მათ შორის სამაგიდო ვარჯიშების) ჩატარება, რეაგირების სფეროში არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის საიმპლემენტაციო ფაზა. რეგიონული სემინარიც სწორედ ამ ფაზის წარმატებით განხორციელებას ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42