2015 წლის პირველ ნახევარში სასჯელს146 არასრულწლოვანი განერიდა
სამართალი - 14:36, 23 Jul, 2015     609
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 6 თვის ანგარიში მოამზადა. ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის პირველ ნახევარში განრიდებისა და მედიაციის პროგრამით განრიდებულ იქნა 146 არასრულწლოვანი. ამათგან, 86 არასრულწლოვნის მიმართ შედგა მედიაცია. 2015 წელს განრიდებულთა მხრიდან განმეორებითი დანაშაული არ დაფიქსირებულა.

2014 წლის ბოლოს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეისწავლა პროგრამის მიმდინარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და განვლილ გამოცდილებაზე დაფუძნებით მოამზადა ცვლილებების პაკეტი. რეფორმის შედეგად, მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა პროგრამის პროცედურებში, რამაც არასრულწლოვანთა განრიდება გააუმჯობესა და კიდევ უფრო ეფექტიანი გახადაშედეგი.

ამ ცვლილებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობა 2015 წლის პირველ ნახევარში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა. მედიატორის როლის გაზრდის შედეგად კი წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი, 2015 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7-ჯერ (270%-ით) გაიზარდა, ხოლო წარმატებით დასრულებული მედიაციის კონფერენციების რაოდენობა 5,5-ჯერ (450%-ით) გაიზარდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძის თქმით, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე და დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება, გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. „პროგრამა ეფექტური საშუალებაა არასრულწლოვნის მართლშეგნების ხელშეწყობის, მისი რესოციალიზაციისა და დაზარალებულის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენით მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს. პროგრამა მიმართულია ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.

ცნობისთვის, წარმატებით დასრულებული მედიაციის მაჩვენებელი (საქმეებში, სადაც კონკრეტული დაზარალებული არსებობდა)არასრულწლოვანთა რაოდენობის მიხედვით ასეთია: 2013 წლის პირველი ნახევარი - 25 %; 2014 წლის პირველი ნახევარი - 16 %; 2015 წლის პირველი ნახევარი - 59%.

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2010 წლიდან ამოქმედდა და 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ჯამში განრიდებულია 888 არასრულწლოვანი, დადასტურებული განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი კი მხოლოდ 4%-ია.

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს საქართველოს იუსტიციისსამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42