შეეძლო თუ არა ე.წ. კორტების საქმის მოწმეს 65 მეტრიდან ცააძის სახის ნაკვთების დანახვა
სამართალი - 19:44, 22 Jul, 2015     1969
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მოწმეების დაიკითხნენ. მოწმე ქეთევან მირიანაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან დეტალურად დაინახა სპეცოპერაციის მიმდინარეობა. მან ასევე განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან ცააძის სახის ნაკვთებსაც კი ხედავდა, მირიანაშვილმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ მისი საცხოვრებელი ადგილიდან სპეცოპერაციის ადგილამდე 20-25 მეტრია.

,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ“ ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე Google Earth-ის გამოყენებით ის მანძილი დაადგინა, რომელიც მოწმე მირიანაშვილის სახლსა და ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ადგილ შორის არსებობს. აღმოჩნდა, რომ მანძილი არა 20-25 მეტრია, როგორც ამას მოწმე ამტკიცებდა სასამართლოზე, არამედ 65 მეტრს აღემატება.

,,მარტივად დგინდება აღნიშნული მანძილი Google Earth-ის გამოყენებით. უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ვიდეო მტკიცებულებას აღნიშნული მანძილის სიზუსტესთან დაკავშირებით“ - აცხადებენ ,,სამართალდამცავდა დაცვის ლიგის“ წევრები.

ჩვენების დეტალებზე „ნიუპოსტს“ საქმეში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალიაც ესაუბრა. ადვოკატის თქმით, მოწმის ჩვენება იმდენად არადამაჯერებელია, რომ მისი ჩვენებით ბრალდების მხარე ხელმოცარული დარჩა.

„მირიანაშვილი ცხოვრობს კორტების მოპირდაპირე კორპუსში. ამბობს, რომ სროლების ხმამ გააღვიძა. როდესაც გაიხედა აივნიდან ცხვირის ნაკვთები დაინახა ცააძის და თუმრე მისი სახის აღწერილობაც ახსოვს. შემდეგ დაინახა, რომ ცააძემ ხელი შეყო მანქანაში და ორი გასროლა გააკეთა. ამ დროს იმასაც ხედავს, რომ სანამ გასროლა მოხდებოდა ორი პირი ცოცხალი იყო. ასევე ჩაბურულ მანქანაში უკან მჯდომ პიროვნებასაც ხედავს. თან ამბობს რომ მანქანის მარჯვენა, წინა კუთხეს ვხედავდიო. ამ დროს წინა ფანჯრებიდან ხედავს იმასაც, რომ უკანა ტყვიაზე ნატყვიარები არის თუ არა. ამბობს, იმდენად არადამაჯერებელი და არასარწმუნოა ამ მოწმის ჩვენება, ვთვლით რომ ამ მოწმით ხელმოცარული დარჩა ბრალდების მხარე“, - განაცხადა ხაჟალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42