სოსანაშვილმა დუმილი დაარღვია- რა განაცხადა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე
სამართალი - 19:32, 22 Jul, 2015     13003

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა დუმილი დაარღვია და ის გარემოებები დაასახელა, რაც მისი თქმით ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა:

დნმ-ის ნიმუში არის დარღვევით მოპოვებული. საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ვასაძე მეუბნებოდა, რომ შენ წადი და სადაც გინდა იჩივლე. ვისი აჯობებს, შენი თუ ჩვენი, ვნახოთო. შენია ეს დნმ-იო. ფსიქოლოგიურ ზეწოლას სჩადიოდნენ. 12 საათი რად უნდოდა ბრალის წაყენებას. ხელყუმბარის სახელური შეცვლილია. ეს დისკზე ასახულია. ამას სასამართლო ნახავს. თუ მე მოვკალი, რატომ შევცვალე საგანი. რატომ გაქრა ის, რაც თავდაპირველად საქმეში იყო. ასე არ არის, როგორც იძახიან", - განაცხადა სოსანაშვილმა.

დღეს გამართულ პროცესზე სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა შანავა-ვაზაგაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ მსოფლიოში არ მომხდარა რომ მამა მოკლული შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. "დამპალმა სოსანაშვილმა ეს გააკეთა, რას მერჩოდი" , აღნიშნულზე ციალა შანავას სოსანაშვილმა უპასუხა, რომ ვაზაგაშვილი მას არ მოუკლავს.

როგორც სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული დანაშაული გია სოსანაშვილს არ ჩაუდენია და მათ აქვთ საქმეში ის მტკიცებულებები, რომლებიც ადვოკატის თქმით, ზუსტად სახელმწიფო ბრალმდებელს გაეპარა.

„მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შევეცდებით, დავადასტუროთ ჩვენი უდანაშაულობა, რომ აღნიშნული დანაშაული მას არ ჩაუდენია. გვაქვს საქმეში ის მტკიცებულებები, რომლებიც თვითონ სახელმწიფო ბრალმდებელს გაეპარა, რაზეც იაპელირა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. ადგილზე გადაღებული ფირი სხვას მოწმობს. ე.ი. სულ სხვა ნივთიერი მტკიცებულებაა ამოღებული. კერძოდ, ხელყუმბარის ფალია, რაზეც არის დნმ-ს ანალიზი აღმოჩენილი ბრალმდებლის მხრიდან, შემდგომ უკვე გამოძიებაში არის სულ სხვა ფალია, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ეს ძირითადი ნივთიერი მტკიცებულება იყოს გაყალბებული. 20 იანვარს დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და 23-ში კი დალუქულია ნივთიერი მტკიცებულება“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ის, რომ საზარელი დანაშაული მოხდა, ეს ფაქტია, მაგრამ როგორც ადვოკატი ამბობს, ის უფრო მეტი დანაშაულია, რომ უდანაშაულო პიროვნება არის მსჯავრდებულის სკამზე.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილია.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 30 ივლისს 14:00 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42