"ხუბულოვი ციხეში წამალს მიგზავნიდა" - დეტლები ე.წ. კორტების საქმის სასამართლო პროცესიდან
სამართალი - 14:55, 22 Jul, 2015     3345
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მოწმეების დაიკითხნენ. ჯაბა შარანგიამ, რომელიც მოტივთან დაკაშირებით პროკურატურის მოწმეა, ამბობს, რომ 2006 წელს ხუბულოვი მას ციხეში ნარკოტიკს აწვდიდა.

ჩვენების დეტალებზე „ნიუპოსტს“ საქმეში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი დავით ხაჟალია ესაუბრა.

„შარანგიამ თქვა, რომ 2006 წელს იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის. მისი ინფორმაციით, სატელეფონო კავშირი ჰქონდა ხუბულოვთან, რომელიც მას წამალს აწვდიდა ციხეში და ამ ხუბულოვისგან იცოდა, რომ წამალს ის ლევან ფირცხალავსგან ყიდულობდა. ერთ დღესაც თურმე ხუბულოვმა შეაგზავნა ცუდი წამალი, რაზეც მას უსაყვედურეს. შემდეგ ხუბულოვს უთქვამს, რომ ეს იყო პოლიციელების წამალი და ამას მთელი რიგი გაუგებრობები მოჰყვებოდა. თვითონ შარანგია სპეცოპერაციის მოწმე არ არის. როდესაც სპეცოპერაციის ამბავი გაიგო ივარაუდა, რომ ხუბულოვის და ფირცხალავას კონფლიქტი დაკავშირებული იყო ამ სპეცოპერაციასთან ხუბულოვზე შურისძიების მიზნით“, - განაცხადა ხაჟალიამ.

მისი ინფორმაციით, ასევე დაიკითხა პროკურატურის მოწმე, ქეთავენ მირიანაშვილი, რომელიც სპეცოპერაციას შეესწრო.

„მირიანაშვილი ცხოვრობს კორტების მოპირდაპირე კორპუსში. ამბობს, რომ სროლების ხმამ გააღვიძა. როდესაც გაიხედა აივნიდან ცხვირის ნაკვთები დაინახა ცააძის და თუმრე მისი სახის აღწერილობაც ახსოვს. შემდეგ დაინახა, რომ ცააძემ ხელი შეყო მანქანაში და ორი გასროლა გააკეთა. ამ დროს იმასაც ხედავს, რომ სანამ გასროლა მოხდებოდა ორი პირი ცოცხალი იყო. ასევე ჩაბურულ მანქანაში უკან მჯდომ პიროვნებასაც ხედავს. თან ამბობს რომ მანქანის მარჯვენა, წინა კუთხეს ვხედავდიო. ამ დროს წინა ფანჯრებიდან ხედავს იმასაც, რომ უკანა ტყვიაზე ნატყვიარები არის თუ არა. ამბობს, იმდენად არადამაჯერებელი და არასარწმუნოა ამ მოწმის ჩვენება, ვთვლით რომ ამ მოწმით ხელმოცარული დარჩა ბრალდების მხარე“, - განაცხადა ხაჟალიამ.

საქალაქო სასამართლოში დღესვე მოხდა ზურაბ ვაზაგაშვილის დედის ციალა ვაზაგაშვილის დაკითხვაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42