თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია. "ბიბისის" ინფორმაციით, ტერორისტი 20 წლის სტუდენტი, შეიხ აბდურახმან ალაგოზია.
ქვეყნის პროკურატურის განცხადებით, მიმდინარეობს ეჭვმიტანილის კავშირების დადგენა საერთაშორისო და ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებებთან. წინასწარი ვარაუდით, ის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის კავშირში. სამართალდამცავთა განცხადებით, არსებობს ეჭვი მისი თანამზრახველის არსებობის შესახებაც.
შეგახსენებთ, 20 ივლისს თურქეთის სამხრეთით, ქალაქ სურუჩის კულტურის სახლთან ტერორისტი კამიკაძის მიერ თავის აფეთქების შედეგად დაიღუპა 32, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი. თავდასხმის დროს კულტურის ცენტრში 300-მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა. ისინი სირიის ქალაქ კობანის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას აპირებდნენ.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ქალაქი სურუჯი სასაზღვრო რეგიონში სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს, სადაც რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს.
მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ სირიის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






