შარაშენიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას ინტერესდება, თუ ვინ აღადგინა ეს პიროვნება თანამდებობაზე ახალი მთავრობის დროს.
ექპსერტის თქმით, ფაქტი, რომ დოკუმენტები რუსეთში შეიძლება გასულიყო ძალიან ცუდი ტენდენციის მატარებელია.
„ვინ აღადგინა ეს ადამიანი თანამდებობაზე, ეს ძალიან საინტერესოა. თუმცა ამას დიდი საუბარი არ სჭირდება. ის თანამდებობაზე ახალმა მთავრობამ აღადგინა. ფაქტი თვითონ არის ძალიან ცუდი ტენდენციის მატარებელი, მაგრამ მე მეშინია ერთი რამის - იმდენად დიდია რუსული სპეცსამსახურების პენეტრაცია ჩვენს სახელმწიფო სამსახურებში, რომ შეიძლება ამათი გაქცევა სასწაულიც არ იყოს. დარწმუნებული ვარ, ბევრი რუსი ჯაშუშია ჩანერგილი ქართულ საჯარო სამსახურებში. რაც შეეხება ქართველიშვილს, მისი გადასვლა პრობლემა არ იქნებოდა. დაუკავშრდებოდა რუსებს და გადაიყვანდნენ. ეს მარტივია. რაც შეეხება საფრთხეს, მე არ ვიცი რა ინფორმაცია აქვს მას, მაგრამ ნუ ფაქტია რუსები ჩვენზე ბევრს გაიგებენ, თუმცა სამწუხაროდ, ისედაც ბევრი იციან. ჩვენი კონტრდაზვერვა გაჩერებულია. დარწმუნებული ვარ, ამაზე ხმაურს არავინ ატეხავს. არც აქ, მთავრობაში და მითუმეტეს, რუსეთში. ალბათ ამ ადამიანს გასაქცევად გაუხადეს საქმე და რუსეთში წაიღო ინფორმაციები, რომლითაც პასპორტი მიიღო იმისთვის, რომ იქ კომფროტული პირობები მიეღო“, - აცხადებს შარაშენიძე და ამბობს, რომ თუ ქართველიშვილს ნამდვილად გასაქცევად გაუხდა საქმე, არსებობს იმედი, რომ კონტრდაზვერვა ისევ ახერხებს ვიღაცეების გამოვლენას.
შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი - ქართველიშვილი ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, ახალგორის მხრიდან რუსეთში გადავიდა და ამჟამად მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ოკუპირებულ ტერიტორიამდე ტაქსით მივიდა და ქართველი სამართალდამცავების და საოკუპაციო ხაზი სამსახურეობრივი საბუთის ჩვენების შემდეგ გადალახა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, ქართველიშვი 2008 წელს სამსახურიდან იმიტომ გააგდეს, რომ ის დარწმუნებული იყო რუსების მიერ თბილისის აღებით და სიხარულს ვერ მალავდა.
მასალის გამოყენების პირობები






