"ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად უნდა ვენდოთ სააკაშვილის განცხადებებს. ეს კარგად იციან მის ქვეყანაში, სადაც ის ვერ ჩადის… ეს იციან სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის რუსეთშიც“- განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა კომენტარი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკპოსტის შესახებ გააკეთა, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის შესახებ, სააკაშვილმა მისი ახლადდანიშნული მოადგილის მარია გაიდარის განცხადებას მიუძღვნა და სადაც ოდესის გუბერნატორი წერს, რომ პუტინი მას სიკვდილით ემუქრება.
„მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეეგობა, რის გამოც ის საჯაროდ მემუქრება, რომ მომკლავს. ჩემთან ერთად ვერასოდეს იმუშავებს ადამიანი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ორაზროვან პოზიციას გამოხატავს. პირიქით, ყველაფერი, რაც ძირს უთხრის პუტინს, უკრაინისთვის სასარგებლოა და ჩვენს გამარჯვებას აახლოვებს" - აცხადებს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






