ადვოკატის განმარტებით, დაცვის სამსახურის წევრები გაზის გამათბობელს არ შეამოწმებდნენ, რადგან ეს მათი ვალდელება არ იყო.
"ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს პასუხისმგებელმა უფროსმა თქვა, რომ თუნდაც ადგილზე გასულიყვნენ შესამოწმებლად, სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახური არ ამოწმებს გამათბობლის ფუნქციონირებას. არც ერთი დასაცავი პირის ადგილსამყოფელის გათბობის სისტემები ამ ქვეყანაში არასოდეს არ შემოწმებულა. შესაბამისად, ცენტრი 1-ს შეატყობინებდა თუ არა კობა ხარშილაძე ან მიხეილ ძაძამია ჟვანიას საბურთალოზე ვიზიტის თაობაზე გაზით გაგუდვა თავიდან აცილებული ვერ იქნებოდა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ზურაბ ჟვანის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დასრულდა. დღეს ბრადების ორი მოწმე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი წევრები დაიკითხნენ.
მასალის გამოყენების პირობები






