ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები შესაძლოა დაიკითხონ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. რომელი მაღალჩინოსნები მისცემენ ჩვენებას, ჯერჯერობით პროკურორი არ აკონკრეტებს.
ერთადერთი ექსმაღალჩინოსანი, რომელსაც ზვიად გუბელაძე ასახელებს ვანო მერაბიშვილია.
მისი თქმით, ყოფილი მინისტრის დაკითხვაზე ბრალდების მხარე პოზიციებს შეაჯერებს.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორი წარმომადგენელი პაატა კიკნაძემ და დავით ჯაფარიძე დაიკითხნენ.
„ჯაფარიძემ განმარტა, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ დაარღვიეს სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი, გეგმა და ინსტრუქტაჟი, როდესაც პრემიერი დაცვის გარეშე დატოვეს. კიკნაძის თქმით, პირადი დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ის გამოცხადდებოდა შემთხვევის ადგილზე და შეისწავლიდა ყველა საფრთხეს, რაც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო ზურაბ ჟვანიას ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან", - განაცხადა პროკურორმა.
მასალის გამოყენების პირობები






