პროკურატურამ ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა
სამართალი - 15:21, 21 Jul, 2015     1425

პროკურატურამ ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა.
ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის მორიგ 5 ფაქტზე დაასრულა გამოძიება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 5 დაზარალებულის დარღვეული უფლებების აღდგენა. დღეს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით და მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ გივი თოდაძეს გადაეცა „რენჯ როვერი“-ს და „კრაისლერი“-ს მარკის ავტომობილები; დაზარალებულ გიორგი რეხვიაშვილს გადაეცა “მერსედეს-ბენც ML 350” და “ჰიუნდაი სონატა”-ს მარკის ა/მანქანები, ხოლო შმაგი რატიანს და პარსამ ზალინიანს გადაეცათ „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. ხსენებული ა/მანაქანები, 2010-2011 წლებში, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული.

გარდა ამისა, დაზარალებულ ივანე მახარაშვილს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, გადაეცემა სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დაზარალებულს უკანონოდ დაათმობინეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ.

პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლადშექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი", - ნათქვამია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42