სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს
სამართალი - 11:16, 21 Jul, 2015     1351

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოქალაქე ლ.ლ–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქმე ეხება 2011 წლის 18 მარტის შემთხვევას, როდესაც, მოქალაქე ლ.ლ–ს მტკიცებით ის უცნობმა პირებმა დააკავეს და პროკურატურაში მიიყვანეს. ადგილზე მისულს პროკურატურაში განუმარტეს, რომ თუ ლ.ლ. გადაიხდიდა ჯარიმის სახით 15 მილიონ ლარს (რომელიც მოგვიანებით შემცირდა 12 მილიონ ლარამდე), ბანკი, რომელშიც აღნიშნული მოქალაქე იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობას, შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, მასთან ერთად დააკავებდნენ ბანკის დირექტორატის და ფონდის გამგეობის წევრებს.

თანხის გადარიცხვა ფონდის მიერ საქართველოს ბიუჯეტში მეორე დილით, 19 მარტს მოხდა, თუმცა ქვითარი 18 მარტით დათარიღდა. თანხის გადარიცხვის მიზნად ლ.ლ-ს ჯარიმის გადახდა მიეთითა.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: ლ.ლ. ცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 მილიონი ლარის ოდენობით.

თანხის სახელმწიფოსთვის გადარიცხვა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე და განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, შესაძლოა მიუთითებდეს მოქალაქე ლ.ლ.–ს მიმართ საჯარო მოხელეების მხრიდან განხორციელებულ იძულების ფაქტზე, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების დაწყების საფუძველია“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42