აკრძალული მედიკამენტი სომხეთის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე პ.ვ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს.
ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოვლინდა 17-19 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“. კერძოდ, 17 ივლის სპუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა გერმანიის მოქალაქე ვ.ე., რომლის ხელბარგის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმაTramadolhydrochlorid-ის შემცველი მედიკამენტი „ტრამალი“(10 კაფსულა) აღმოაჩინეს. აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩნდა 18 ივლისს თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის ორ მოქალაქესაც. კერძოდ, ე.ც.-ის ხელბარგში 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPHENOXYLATE, ხოლო ს.მ.-ის ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერებისა (კოდეინის) და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინის) შემცველი მედიკამენტები: ACETAMINOPHEN CODEINE - 5 აბი და COLDAX- 5 აბი აღმოაჩინეს. 17 აბინარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტის „სედალგინ ნეოს“ შემოტანა სცადა 19 ივლისს აზერბაიჯანის მოქალაქე ჰ.ჰ.-მ.
ყველა ეს საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სპდ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.
მასალის გამოყენების პირობები






