სამმა პატიმარმა პირი ამოიკერა - პროტესტი ქუთაისის ციხეში
სამართალი - 15:10, 20 Jul, 2015     957
ამ წუთებში, ქუთაისის #2-ე საპყრობილის წინ პატიმრების ოჯახების წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ სამმა მსჯავრდებულმა დღეს პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა, ორი პატიმარი კი მშრალ შიმშილობას განაგრძობს.

როგორც „ნიუპოსტს“ დაკავებულთა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა, პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც შიმშილობის დროს მათი მდგომარეობით არც სახალხო დამცველი და არც არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაინტერესდნენ. პატიმრები მათი საქმის გადახედვას და ხელახლა გამოძიებას ითხოვენ. საპატიმრო დაწესებულების ექიმის განცხადებით, პატიმრების მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა.

დაკავებულთა ოჯახის წევრები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ პატიმრები უდანაშაულოები არიან და არავითარი დაპირისპირება სამართალდამცავებთან არ მომხდარა. პატიმრების ოჯახის წევრები ასევე განმარტავენ, რომ ამ ადამიანების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სასჯელისთვის დაკავებულმა თემურ გაბუნიამ, რომლის გაქცევის ხელშეწყობისთვისაც ეს ადამიანები არიან გასამართლებულები, პოლიციის შენობა მანამდე დატოვა, სანამ ამ ადამიანებს დააკავებდნენ, შესაბამისად გაქცევისთვის ხელშეწყობა ვერანაირად ვერ მოხდებოდა.

პატიმრების ოჯახის წევრები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გეგმავენ, სადაც აქციას გამართავას გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ შეუერთდებიან პატიმრების პროტესტს და პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას გამოაცხადებენ. პატიმრების ოჯახის წევრები ხელისუფლებას ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

მსჯავრდებულები, რომლებიც 17 ოქტომბერს დააკავეს, პატიმრის გაქცევის მიზნით პოლიციისთვის ხელის შეშლისთვის გაასამართლეს, სამ მათგანს 5 წლით, ხოლო ორს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42