მისი ინფორმაციით, ეს გამოძიების პროცესში დადგინდება.
დავითაშვილი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებად პატიმრობის მოთხოვნის მიზეზსსაც განმარტავს.
როგორც პროკურორი ამბობს, „არსებობდა ეჭვი იმისა, რომ მამულაშვილი გამოძებას მიმალვოდა და აღარ ეთანამშრომლა მასთან. მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩხრეკა იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩატარდა. მან მხოლოდ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა. დასადგენია ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა მან ეს საშუალებები“ - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ „მამულიჩას“ პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პროდიუსერი, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახი მამულაშვილი -"მამულიჩაა" რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






