ISIS მშიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს
მსოფლიო - 13:29, 20 Jul, 2015     1463
რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ორი უცხოური დამოუკიდებელი ორგანიზაციის Conflict Armament Research-ისა და Sahan Researc-ის ერთობლივი გამოძიებისა და მოპოვებული ფაქტების შედეგად დადგინდა, რომ ერაყსა და სირიაში ისლამისტები ქურთი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქლორისა და სხვა ნივთიერებების შემცველ ჭურვებს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ექსპერტებმა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 3 ასეთი შემთხვევა გამოავლინეს – 2 სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში, ერთი კი ერაყში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ისლამური სახელმწიფო უკვე ახალი ტიპის ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობს.

გერმანული გამოცემა Die Welt ჯიჰადისტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ჯერ კიდევ აპრილის თვეში წერდა.

გამოცემის თანახმად, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში, ქურთების წინააღმდეგ ქლორის გაზის ყუმბარების გამოყენების ფაქტები დადასტურებული იყო, რის გამოც დაიღუპა 6, ხოლო მოიწამლა 70 ადამიანი.

მომწამვლელი იარაღის გამოყენებაზე, სირიელი ბავშების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების შემდეგ ექიმებიც ალაპარაკდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს ფაქტების დამადასტურებელი კადრებიც მიაწოდეს.

სირიელმა ექიმმა, მუჰამედ ტენარმა, რომელიც ქლორის გაზისკან მოწამლულ ბავშვებს მკურნალობდა, გაეროს მიმართა.

„გთხოვთ, შეაჩერეთ სირიაში მკვლელობები. თუკი ასე გაგრძელდა, ბავშები უმოწყალოდ დაიხოცებიან“- განაცხადა ექიმმა. მისი თქმით, ქიმიური იარაღისგან დასაცავდ საერთაშორისო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ,„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. ისინი სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკოტროლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42